რომაულ ხანაში დაზუსტებით არავინ იცოდა, რა იწვევდა სნეულებას, ამიტომ, როცა ადამიანი ავად ხდებოდა, ხშირად ავ სულებს აბრალებდნენ, ან ღმერთებისგან მოვლენილ სასჯელად მიაჩნდათ. რომაელები ბევრნაირი წამლით ცდილობდნენ სნეულებისგან განკურნებას და ღმერთებსაც ევედრებოდნენ შველას.
ბევრი რომაელი სნეულების განდევნას შელოცვებით ან მკურნალობის ღმერთის, ესკულაპესადმი ლოცვით ცდილობდა. სნეულობით გატანჯულები მთელ ღამეს რომში, ესკულაპეს ტაძარში ატარებდნენ იმ იმედით, რომ სიზმრად ღმერთი მოევლინებოდათ და განკურნების გზას უჩვენებდათ.
რომაული წამლები, უმეტესად, ბალახებისა და მცენარეებისაგან მზადდებოდა. რესპუბლიკის ადრეულ წლებში ადამიანები თვითონ ხარშავდნენ წამლებს ტრადიციული რეცეპტების მიხედვით, მაგრამ იმპერიის დროს მეაფთიაქეებმა აფთიაქები გახსნეს და მზა მცენარეული წამლების გაყიდვა დაიწყეს.
მდიდარი რომაელები შინ იბარებდნენ ექიმს და შესაბამის თანხას უხდიდნენ. ღარიბი მოსახლეობა კი თვითონ უნდა მისულიყო ექიმთან. სამედიცინო მომსახურება ფასიანი იყო, მაგრამ ახ.წ. 100 წელს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სამსახური დააწესეს და ამის შემდეგ ღარიბებსაც შეეძლოთ ექიმთან უფასოდ მისვლა.
ექიმის მისაღები აფთიაქში ან ცალკე ოთახში იყო მოთავსებული პაციენტი ტახტზე წვებოდა და ექიმი სინჯავდა. ექიმები პაციენტებს მცენარეულ წამლებს უნიშნავდნენ და ჯანსაღ საკვებს, ვარჯიშსა და აბანოში სიარულს ურჩევდნენ, თუმცა ისიც სჯეროდათ, რომ სისხლის გამოშვება მარგებელი იყო და პაციენტებს ერთ ფინჯან სისხლს გამოუშვებდნენ ხოლმე.
არმიაში გაწვრთნილი ქირურგები ძირითადად ოპერაციებს სახელმწიფო საავადმყოფოებში აკეთებდნენ. ისინი გამოცდილები იყვნენ კიდურების ამპუტირებასა და ძვლების შეხორცებაში. სამაგიეროდ არ ეხერხებოდათ ისეთი მარტივი ოპერაციები, როგორიცაა, მაგალითად, აპედიქსის ამოჭრა.ღვინოს ან ყაყაჩოს წვენის გარდა სხვა საანესთეზიო საშუალება არ არსებობდა, ამიტომ ოპერაცია წარმოუდგენლად მტკინვეული იყო. პაციენტი ოპერაციას რომც გადარჩენოდა, შედეგი ხშირად მაინც სავალალო იყო: ბევრი მალევე კვდებოდა შოკის ან ინფექციისგან.
ექიმობა შიიძლება ყველას დაეჩემებინა. რომაელი მწერალი ჩიოდა ექიმზე, რომელიც დამკრძალავი ბიუროს პატრონი გახდა. ექიმობითაც იმდენი კაცი ჩადო მიწაში, რამდენიც დამკრძალავი ბიუროს პატრონობითო.
|
სნეულის მკურნალობა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment