ლათინები იტალიის დასავლეთი სანაპიროს ნაყოფიერ დაბლობზე ცხოვრობდნენ და ლათინური ენის ადრეულ დიალექტზე მეტყველებდნენ. იტალიის ის ნაწილი,სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ლაციუმის სახელით გახდა ცნობილი.ლათინები მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ. დაახლ. ძვ.წ. 1000 წელს მათ პირველი სოფლის შენება დაიწყეს იმ ფერდობზე, სადაც მოგვიანებით დიადი ქალაქი, რომი გაჩნდა. ფერდობს ბევრი ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა. სწორედ იმ ადგილას მდინარე ტიბრი ვიწროვდებოდა და მისი გადალახვა იოლად შეიძლებოდა. ზღვამდე 25 კილომეტრი იყო - ანუ ნავით ზღვა ახლოს იყო, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში მოხეტიალე მეკობრეები - შორს. თანაც, მდინარისპირა გორაკებიდან სწრაფად შეიძლებოდა მტრის შემჩნევა და უკუგდება.
ლათინები ჩალით გადახურულ ხის უბრალო კარვებში ცხოვრობდნენ. ბინებს გორაკებზე იშენებდნენ, ჭაობიან დაბლობებს კი მიცვალებულთა დასაკრძალად იყენებდნენ. თანდათან ეს პატარ-პატარა სოფლები გორაკებს დაბლა ჩამოუყვა და ძვ.წ. VIII საუკუნის რომელიღაც პერიოდში ერთ ქალაქად -რომად - გაერთიანდა.
ამბავი ენეასით - ბერძნული ლეგენდის მითიური გმირით იწყებოდა.ენეასი დაპყრობილი ტროადან გაიქცა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ იტალიაში ჩავიდა.იტალიაში მან ლათინთა მეფის ასული შეირთო და მეფეთა ახალ გვარს დაუდო საფუძველი. ენეასის შთამომავლები იყვნენ ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი.ბიჭების პაპის ძმას ამულიუსს, მათი თავიდან მოშორება სურდა და ბრძანა, ორივენი ტიბრში ჩაეხრჩოთ. ამულიუსის მსახურებს შეებრალათ ბავშვები და კალათით წყალს გაატანეს. ნაპირზე გამორიყულ ბიჭებს ძუ მგელი კვებავდა თავისი რძით, სანამ ერთმა კეთილმა მწყემსმა არ გადაარჩინა ბავშვები. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, მათ მოკლეს ბოროტი პაპის ძმა და გადაწყვიტეს, მდინარე ტიბრის ნაპირებზე ახალი ქალაქი აეგოთ.
რომულუსმა მოაწყო მეფე ამულეუსის მკვლელობა და ღიად შეება ნუმიტორს. ალბა–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.
ქალაქის კედლების მშენებლობისას რემუსმა ძმას დასცინა, რის გამოც ისინი ერთმანეთს წაეკიდნენ. რომულუსმა მოკლა რემუსი და ახალი ქალაქის მეფე გახდა. ქალაქს მისი სახელის მიხედვით ,,რომი” დაერქვა. გადმოცემის მიხედვით, ეს ძვ.წ. 753 წელს მოხდა.
kaia
ReplyDelete